საცხოვრებლის გარეშე კიდევ ერთი ოჯახი რჩება - აგვისტოს ომის ვეტერანი გამოსახლების მოლოდინშია
თბილისში საცხოვრებლის გარეშე კიდევ ერთი ოჯახი რჩება - გამოსახლების მოლოდინში ამჯერად აგვისტოს ომის ვეტერანი, მარიამ კაკიაშვილია. ორი შვილის დედა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს სახლში წუთი-წუთზე ელოდება. მევახშისგან დაზარალებული კიდევ ერთი ოჯახის დასაცავად ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
მარიამ კაკიაშვილი ამტკიცებს, რომ ნარგიზ ბერძულთან სახელშეკრულებლო ურთიერთობა 2016 წლიდან აქვს. მისი თქმით, საუბარია 16 000 ლარზე. კაკიაშვილის ტქმით, მან მევახშეს არაერთი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ქალი მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.
მარიამ კაკიაშვილი მზად არის თანხა ეტაპობრივად დაფაროს. ქალი სოციალურად დაუცვბელია.
ადგილზე მივიდა მარინა ხატიაშვილი, რომელიც გუშინ აღსრულების ბიურომ საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა.