კეკელიძეზე დაკავებულების საქმეები- გაუშვებენ თუ არა სამოქალაქო აქტივისტებს ციხეში 6 წლით

24.01.24 11:06
კეკელიძეზე დაკავებულების საქმეები- გაუშვებენ თუ არა სამოქალაქო აქტივისტებს ციხეში 6 წლით

6 წლიანი ციხე უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახის დაცვის გამო?! - სამოქალაქო აქტივისტები ბრალის წარდგენას ელოდებიან.  გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლებს წუთი-წუთზე ელოდებიან. ორივეს კეკელიძის ქუჩაზე, პოლიციის ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.

განაჩენის მოლოდინშია არიან სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც. ნაწილის საქმე უსამართლომ უკვე განიხილა, ნაწილის პროცესი კი წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე დღეს განახლდება.

მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით გუშინ დააკავეს.

ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება   (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
  • გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.

გუშინ შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, მათგან 18 პირი ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით გუშინ გამოასახლა. 

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავსდა.  კადრებში ჩანს, აღსრულების პოლიციის მანქანა რომელიც დაზიანებულია.