დადიანის 259 ნომერში ჩანიშნული გასახლება გადაიდო

24.01.24 11:32
დადიანის 259 ნომერში ჩანიშნული გასახლება გადაიდო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში ჩანიშნული გასახლება გადადო. ადგილზე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გუშინ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

დღეს დაგეგმილი გამოსახლების შედეგად აგვისტოს ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ა ღია ცის ქვეშ რჩება. 

აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ გამოსახლება გადაიდო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასევე სახლში ცხოვრობენ არასრულწლოვნები. 

უწყების ცნობით, მხარეებს მორიგებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასვე ამ სახლში ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მათ მიეცათ დამატებით დრო პრობლემის მოგვარებისთვის. აღსრულების პოლიცია გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას , იმისთვის, რომ საქმე დასრულდეს ნებაყოფლობით და შეთანხმებით”, – აცხადებენ ბიუროში.