რესპუბლიკურ საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს - ადგილზე ძალოვანი თანამშრომლები არიან მობილიზებულები

24.01.24 13:03
რესპუბლიკურ საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს - ადგილზე ძალოვანი თანამშრომლები არიან მობილიზებულები

რა მიზეზით გაამკაცრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უსაფრთხოების  ზომები - ექიმების განცხადებით, შენობაში დილიდან ძალოვანი თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

აქციაზე გამოსვლამდე მედიკოსებს დაცვის სამი კორდონის გამოვლა მოუწიათ იმისათვის, რომ ეზოში გამოსულიყვნენ. კლინიკაში არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა ფულით მათ მოსყიდვას და გაჩუმებას ცდილობს, ამიტომ პირველი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე დაანონსებულია, რომელიც პარასკევს 15:00 საათზე გაიმართება.