ქვეყანა ახალმა პროტესტმა მოიცვა - სამოქალაქო აქტივისტები გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ
საზოგადოების პროსტესტმა პირველი შედეგი გამოიღო. აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებული გახდა უკან დაეხია. დღეს კიდევ ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩა, თუმცა დროებით. აგვისტოს ომის ვეტერანს, რომელიც დღეს სახლიდან იძულებით უნდა გამოეყვანათ, მევახშესთან მოსალაპარაკებლად რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს.
გაურკვეველი ვადით არის გადადებული. მეორე ნაწილმა როგორც მითხრეს, არის 6 თვის ვადით გადადებული. თუ არ წამოიყვანეს ეს ადამიანი მოლაპარაკებაზე, თუ არ დაგევხმარა ამაში აღსრულება, სახელმწიფო და ა.შ ჩემთვის არაფერი იცვლება. მოვლენ 6 თვეში, მოვლენ სამ თვეში, ოდესრაც ხომ მოვლენ. ისევ ღია ცის ქვეშ ვრჩები, თუ არ წამოვიდა ეს ადამიანი მოლაპარაკებაზე. 2008 წელს ხომ ვიბრძოდი, ხოდა ავდგები და კიდევ წავალ იქ. არ ვიცი მარტო დავიწყებ გიჟივით ბრძოლას. აბა სად წავიდე, რაღაცა ხომ უნდა გავკეთო", - ამბობს ომის ვეტერანი.
დადიანის 259 ნომერთან კი კვლავ არიან შეკრებილები ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას და კანონში ცვლილელებას ითხოვენ.
"აუცილებელია შეიქმნას მორატორიუმი, რათა ყველა გამოსახლების ქეისი იქნას შესწავლილი და სამართლიანად გადაწყდეს ხახლის ბედი", - ამბობს სამოქალაო აქტივისტი.
ცოტა ხნის წინ ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა სიმბოლურად გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა შსს-ს თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.
დადიანზე შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ კეკელიძეზე, იძულებითი გამოსახლების დროს დააკავეს.