"თვალთმაქცური გარიგების ფორმა" - იურისტები მევახშეობის კანონზე
"თვალთმაქცური გარიგების ფორმა" - ასე აფასებენ იურისტები "ოცნების" მიერ მევახშეობის შესახებ მიღებულ კანონს, რომელიც რეალურად, მევახშეს პრივილიგირებულ მდგომარეობაშ აყენებს.
უფლებადამცველები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კანონი შავი ხვრელის საშუალებას იძლევა.
მიზეზი ამ ცვლილებების, როგორც განმარტავდნენ, იყო უვალობისგან მომხდარიყო მსოახლეობის დაცვა. სკეპტიკურად ვუყურებდით პროფესიის ნაწილი, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია შავი ხვრელი მოძებნა და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა მოსახლეობის. თვალთმაქცური გარიგების გაფორმების ფორმა მოძებნეს და ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, აფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს და ეს ორი ხელშეკრულება როგორც შინაარსით, ასევე შედეგებით არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული. პასუხისმგბელობა, რა თქმა უნდა, კანონმებელზეც არის, - ამბობს იურისტი.
კიდევ ერთი იურისტის თქმით, სახელმწიფომ ისიც კი ვერ დაარეგულირა, რომ ზამთარში ადამიანების ქუცაში გამოსახლება არ მოხდეს.
პრაქტიკაში გაჩნდა ე.წ. შავი ხვრელი ანუ ამ სესხების საკითხმა გადაიაცვლა არაოფიციალურად ფორმალურად გათვალისწინებული კანონმდებლობის ნაწილში, არამედ გადაინაცვლა ე.წ. იატაკქვეშ. ეს არის თვალთმაქცური გარიგებები, როდესაც ვერ იდენტიფიცირდება ცალკეულ შემთხვევებში, რომ პირველადი მიზანი ამ ხელშეკრულებების გაფორმების იყო არა ვთქვათ იმ უძრავი ნივთის გაყიდვა, არამედ იყოს ის, რომ ადამიანებს ე.წ. კერძო მევახშეებისგან აეღოთ სესხები. მაგალითისთვის, რომ ადამიანები არ გამოსახლდნენ ქუჩაში ზამთრის პერიოდში ეს მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის გათვალისწინებული საქართელოს კანონმდებლობაშ, - ამბობს იურისტი.
„ქართულმა ოცნებამ„ ქვეყანაში მევახშეობა თითქოს აკრძალა, თუმცა რეალურად კანონში შავი ხვრელი დატოვა. სქემა ასეთია: თუ კერძო პირისგან მოქალაქე ვალს აიღებს, ბინა პირდაპირ გამსესხებელს უნდა გადაუფორმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფულს დროულად ვერ გადაიხდის, ბინის გაყიდვის უფლებაც აღარ აქვს, რადგან ქონება უკვე ოფიციალურად მევახშის სახელზეა რეგისტრებული.
რეგულაციამდე ანუ 2018 წლამდე თუ მსგავსი ნასყიდობების ხელშეკრულებები მხოლოდ 1500 იყო, ახლა ახლა ის 8-ჯერ არის გაზრდილი. 5-ჯერ გაზრდილია ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც მსგავის ხელშეკრულებების გამო ქონებას კარგავენ.