ჭორვილელი ხიხოს მიერ შექმნილი 12-წლიანი მარაზმის წინააღმდეგ ომს ვიწყებთ - მარინა ხატიაშვილი
იძულებითი გამოსახლების პრაქტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის აკისრებენ - დღეს აქციის მონაწილეებმა და მევახშეებისგან დაზარალებულმა ხალხმა ქართველ ოლიგარქს დაპირებებიც შეახსენა.
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე მოქალაქეებს პირდებოდა, რომ სესხების აღებას დაბალ პროცენტში შეძლებდნენ და ეს პრობლემა დასრულდებოდა, თუმცა ოლიგარქს როგორც სხვა, ასევე ეს დაპირებაც დაავიწყდა.
მოქალაქეები "პირველებთან" აცხადებენ, რომ დაუსრულებელი პროტესტი "ჭორვილელი ხიხოს" წინააღმდეგ იქამდე იქნება, მანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჩვენ ახალ ვიწყებთ მთავარ ომს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ, სინამდვილეში ამ ჭორვილელი ხიხოს მიერ შექმნილი 12-წლიანი მარაზმის წინააღმდეგ. გვაქვს ჩვენი გეგმები, ამას არ ვიტყვი, ნელ-ნელა გამოჩნდება. ძალიან მალე მორატორიუმს გამოაცხადებენ, ამის გარანტიას გაძლევთ", - ამბობს მარინა ხატიაშვილი, რომელიც გუშინ საცხოვრებლიდან იძულებით გამოასახლეს.