"თმებით მიჭერდნენ, ყველა ფეხებს მირტყამდა" - როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე ძალის გადამეტებაში მხილებულ პოლიციელებს
როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე ძალის გადამეტებაში მხილებულ პოლიციელებს - გამოძიება სამართალმცველების წინააღმდეგ კაციტაძის უწყებამ დაიწყო, თუმცა არც ერთი სავარაუდო მოძალადე ჯერ გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამომძიებლების კითხვებს ცოტა ხანში უპასუხებენ დაზარალებული აქტივისტები და ჟურნალისტები.
ისინი "პირველებთან" მძიმე მოპყრობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გუშინ სამართალმდაცველებმა ძალას გადაამეტეს.
დამსდევდნენ, ჯერ ერთ მოვიშორებდი, მერე მეორეს მოვიშორებდი, მეკიდებოდნენ ზევიდან, თმებით მიჭერდნენ, ცდილობდნენ რომ ქვემოთ ჩავწეიე ხალხის მასაში, რომ ზემოდან არ ვყოფილიყავი და კამერებში არ გამოჩენილიყო ეს. რომ დამქაჩეს ქვემოთ, ყველა მირტყამდა, ყველას ამოცნობა შემიძლია. ფეხებს მირტყამდნენ ყველანი და ბორკილებს მიჭერდნენ მაქსიმალურად. დამაგდეს ქუჩაში. აი ასეთ მდგომარეობაში მიპოვა პოლიციამ და მერე მათ გადამიყვანეს. ჩემი მიმართულებით ჰქონდათ რამდენჯერმე მუქარა, შემოთვლებიც ჰქონდათ. პირადადაც მოსულან და პირადადაც დამმუქრებიან, რომ ფიზიკურად გამისწორდებიან, თუ კიდევ ერთხელ გამოსახლებაზე გამოვჩნდები. ჩემზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული", - ამბობს აქტივისტი.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა.
მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 2 პირი სასამართლომ სამართალდამრთვევად ცნო და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კიდევ 2 პირის პროცესი, გადაწყვეტილება კი 26 იანვარს გამოცხადდება.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირს, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.