2030 წლისთვის მასწავლებლების ანაზღაურება 2200 ლარს გადააჭარბებს - ირაკლი ღარიბაშვილი

25.06.21 18:43
2030 წლისთვის მასწავლებლების ანაზღაურება 2200 ლარს გადააჭარბებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განათლების სფეროს დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მასწავლებლის ანაზღაურება 2030 წლისთვის გაიზრდება.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2 200 ლარს გადააჭარბებს - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.


 

მსგავსი სიახლეები