ნაცემია გურიის პირველი პოლიციელი- ახალი დეტალები ურეკის პოლიციაში მომხდარ ინციდენტზე
წუხელ, გვიან ღამით, ურეკის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ,,ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი წყაროს თქმით, ნაცემ ხუთ პოლიციელს შორის ერთ-ერთი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან ხარაბაძეა. მას დაზიანებები პოლიციის შენობაში დაკავებული შოთა ლოლაძის ახლობლებმა მიაყენეს, რომლებიც ლოლაძის გამოხსნას ცდილობდნენ.
დაკავებული ლოლაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს შელაპარაკება მაშველთან მოუვიდა, ვისთანაც სახანძროსთვის წყლის არქონა გააპროტესტა. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა შოთას დაკავება და მისი მეგობრების პოლიციაში მისვლა.
ორივე მხარეს არიან დაშავებულები. იქ ერთმანეთს სცემდნენ, _ ამბობს დაკავებულის დედა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მომხდარის გამო 13 ადამიანი დააკავა.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ