პედაგოგების პროტესტი გრძელდება - მასწავლებლები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

24.01.24 17:30
პედაგოგების პროტესტი გრძელდება - მასწავლებლები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

დაიწყება თუ არა ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა - პედაგოგები დირექტორების კონკურსის ჩატარებას ითხოვენ. მინისტრმა ცვლილებების განხორციელებისა და კონკურსის გამოცხადების პირობა დადო, თუმცა კონკურსი არ ტარდება.

პედაგოგები, რომლებიც ცვლილებებს უწყვეტ აქციებზე ითხოვდნენ, მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ და რეაგირებას ახლა ივანიშვილს სთხოვენ. დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე მასწავლებლებმა დღეს განცხადება "ოცნების" ცენტრალურ ოფისშიც კი შეიტანეს.

დაბრუნებულ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან წერილი შევიტანეთ. ვითხოვთ მასთან პირადად შეხვედრას და პირადად პასუხისმგებლობას, რადგან განათლების საკითხები არის ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის საჭირო საკითხები. მხოლოდ და მხოლოდ, პერსონალურად არ ეხებათ ადამიანებს, ეს ეხება მთლიანად სკოლას, საზოგადოებას, ყველა მოსწავლეს. ვალდებულია ბატონი ბიძინა, რომ შეგვხვდეს. არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა შეასრულოს", - აღნიშნა მაია ეკალაძემ.

პედაგოგები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, საპროტესტო აქციებს პერმანენტულ რეჟიმში ჩაატარებენ.