ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - მერია

24.01.24 17:00
ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - მერია

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

მერია ამბობს, რომ წერეთელზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.