ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

24.01.24 17:07
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

გომელაურის უწყების წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე სტრასბურგშია. ევროსასამართლოს პოლიციელების და "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართვას.

საქმე 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც პოლციის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. ძალადობის ფაქტში კი საკრებულოს მოქმედი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.

საჩივარში 3 მუხლის დარღვევაზეა საუბარი , ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლების დარღვევა. საჩივარს კონკრეტული მტკიცებულებები ერთვის თან.

ჟურნალისტები ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიმდინარე გამოძიებაც არაეფექტურია, რამდენადაც ჟურნალისტებს არ მიეცათ დაზარალებულის სტატუსი, არ გამოვლენილან დამნაშავე პოლიციელები და მათთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა. ჩვენ მოგვიწია ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოსათვის. დღეს წარვადგინეთ საჩვარი,ს ადაც ვითხოვთ, რომ დადგინდეს სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლო მიიღებს წარმოებაში ამ ჩვენს საჩივარს და გვაქვს ასევე მოლოდინი, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება", - ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი.

ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2 წელია აწარმოებს თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. 

ამ საქმეზე კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალიც წარუდგინა, თუმცა ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.