აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

24.01.24 17:41
აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

სოხუმში აფხაზეთის საწვავის ასოციაციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეები ბაზრის მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებიან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია, მუშაობს მხოლოდ "პოდოროჟნიკის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. რუსეთის ფედერაციამ აკრძალა ხელშეკრულებების გაფორმება ყველა მომწოდებლთან, გარდა "როსნეფტისა".

სოხუმის მოხაჯირების სანაპიროზე საწვავის კომპანიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც დეფაქტო სამთავრობო შენობების  დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.  

ტელეგრამის არხების ცნობით, აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა აწყობენ შეხვედრას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან.   

23 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებით  დატვირთული ვაგონებს, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის რუსულ მხარეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული, მალე აფხაზეთში შემოიტანდნენ.