ცემა წიხლებით და მოგუდვის მცდელობა - კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულები პოლიციელების დასჯას ითხოვენ

24.01.24 20:02
ცემა წიხლებით და მოგუდვის მცდელობა - კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულები პოლიციელების დასჯას ითხოვენ

 

 

ცემდნენ წიხლებით, ბორკილებდადებულებს კი ქუჩაში მიწაზე ყრიდნენ - კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულები 24 საათის წინანდელ მოვლენებს დეტალურად იხსენებენ. მათი თქმით, სამართალდამცველები აგრესიულები იყვნენ დაკავების მომენტშიც და შემდეგაც, როდესაც დაკავებულები იზოლატორებში გადაჰყავდათ. ურტყავდნენ, გუდავდნენ და ამცირებდნენ. ეს თითქმის ყველა დაკავებულმა გამოაიარა. მხოლოდ გელა მთივლიშვილმა, უკვე დაუსახელა გამომძიებლებს ხუთი პოლიციელის გვარი, ვინც მას ფიზკურად უსწორდებოდა. 

ყველა დაკავებული მზად არის ამოიცნოს მოძალადე პოლიციელი. სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები დაფიქსირებულია კამერებითაც. კადრებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს. ამის შემდეგ  კაციტაძის უწყება იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო, თუმცა ამ დრომდე, მხოლოდ დაკავებულები გამოკითხეს. არც ერთი პოლიციელი, რომელიც გუშინდელ დარბევაში მონაწილეობდა საგამოძიებო უწყებაში არ დაუბარებიათ.

ცოტა ხნის წინ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გაავრცელა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.