დაპირისპირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ულტიმატუმი ხელისუფლებას - გამოცხადდება თუ არა გამოსახლებებზე მორატორიუმი
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ხმაური და დაპირისპირება იმ მოქალაქეების პროტესტს მოჰყვა, ვინც ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. დროის ათვლა დაწყებულია. გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებებზე - ამ მოთხოვნით თბილისში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყო. თუ გონივრულ ვადაში "ოცნება" კანონში ცვლილებებს არ შეიტანს, მაშინ ყველა დაგეგმილი გამოსახლების პარალელურად იქნება დიდი პროტესტი იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევს.
საზოგადოების პროტესტს კი პირველი შედეგი უკვე მოჰყვა. აღსრულების ბიურომ უკან დაიხია და მარიამ კაკიაშვილის გამოსახლებაზე უარი თქვა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირით. აგვისტოს ომის ვეტერანის გამოყვანა სახლიდან იძულებით დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ მას დამატებითი დრო მისცეს მევახშესთან მოსალაპარაკებლად. კიდევ ერთი მოქალაქის ელგუჯა ბალახაძის გამოსახლება კი ორ დღეში რუსთაველის გამზირზე იგეგმება, სადაც პარალელურად საპროტესტო აქციისთვის ხალხი უკვე ემზადება.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.