ქვეყანაში თეთრხალათიანების პროტესტია დაანონსებული - მედიკოსები "ოცნების" წინააღმდეგ ქუჩაში გამოდიან

24.01.24 20:22
ქვეყანაში თეთრხალათიანების პროტესტია დაანონსებული - მედიკოსები "ოცნების" წინააღმდეგ ქუჩაში გამოდიან

 

 

ქვეყანაში თეთრხალათიანების პროტესტი დაანონსებულია - მედიკოსები "ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ ისევ ქუჩაში გამოდიან. 26 იანვარი, სამი საათი, ჯანდაცვის სამინისტრო. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აზარაშვილისგან მოითხოვენ, გაუქმდეს გადაწყვეტილება ცენტრალური საავადმყოფოს შენობის ნგრევის შესახებ და მინისტრმა უკან წაიღოს დაპირება ექიმებისთვის კომპენსაციის  გადახდასთან დაკავშირებით. მედიკოსები ამბობენ, რომ მთავრობამ მათი მოსყიდვა და გაჩუმება ფულის სანაცვლოდ გადაწყვიტა.

ექიმების განეიტრალების პირველი მცდელობა დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობიდან დაიწყო. იქ მისულ მედიკოსებს დაცვის სამსახურის რამდენიმე კორდონის გავლა და იმის დამტკიცება უწევდათ, რომ ისინი ჯერ კიდევ ამ კლინიკის მოქმედი თანამშრომლები არიან. ბარიერების მიუხედავად, ექიმები გაჩერებას არ აპირებენ, პარალელურად კი ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ამხელენ. დღეს გაირკვა, რომ მათთვის ალტერნატიული სამუშაო, როგორც ამას აზარაშვილი ამტკიცებდა, არავის შეუთავაზებია.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.