კომპანიას, რომელიც წერეთლის გამზირიდან გაუშევს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი დაკვეთა მისცა
კომპანია "ერ ტე დე", რომელიც წერეთლის გამზირიდან გაუშევს, ინფრასტურქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი დაკვეთა მისცა. ჩნდება კითხვა, თუ სამუშაოები წერეთელზე ვერ შეასრულა და კონტრაქტი მერიამ გაწყვიტა, მაშინ როგორ უნდა შეასრულოს იგივე სამუშაოები, ახლა უკვე მთავრობის დაკვეთით, იმავე კომპანიამ.
შპს "ერ-ტე დეს" იგოეთი-ახალქალაქის 11 კილომეტრიანი გზისთვის გადაუხდიან მილიონებს. აღნიშნული კომპანია "ოცნების" შემწირველს, ლუხუმ ქართლოსიშვილს ეკუთვნის.
"პირველების" მოპოვებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შესაძლოა, საქმე ელიტურ კორუფციასთან და ტენდერების კონკრეტულ ადამიანებზე მორგებასთან გვქონდეს.
კომპანია, რომელიც კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული და დროში არ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, იმის ნაცვლად რომ შავ სიაში შეეყვანათ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა დაახლეობით 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კილომეტრზე და მერე თუ გაგიკვირდებათ, რატომ რატომ ჩავარდა ხიდი, ან რატომ ჩავარდა გზა, პასუხი არის მარტივი, კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად შავ სიაში უნდა იყოს, ეს კომპანია ირებს 15 მილიონ ლარს, რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია დაკავშირებულია" ქართულ ოცნებასთან", დაკავშირებულია ამ ამ მაფიოზებთან", - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
შპს "ერ-ტე დე"-ს დირექტორი "პირველების" ზარებს არ პასუხობენ. თავად კომპანიში კი, რაც მოისმინეს ჩვენი კითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა შავი სიის ნაცვლად პრივილეგირებულ სიტუაციაში წერეთლის რეაბილიტაციიდან გაგდებული "ერ-ტე დე", ტელეფონი გათიშეს.
შეგახსენებთ, კონტრაქტების სკანდალური შეწყვეტის შემდეგ, სასწრაფო წესით სამუშაოები წერეთელზე, ბერა ივანიშვილის გარემოცვას დაუკვეთეს და მილიონებიც პირდაპირ მას მისცეს.