მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი გავლენებს იძლიერებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნას იწყებს

25.01.24 11:56
მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი გავლენებს იძლიერებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნას იწყებს

მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი გავლენებს იძლიერებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნას იწყებს. დარგის სპეციალისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ კლანი ამ შემთხვევაშიც მათი ნდობით აღჭურვილი პირებისთვის გახსნის სასამართლო სისტემის კარს.

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მოსამართლე ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი შემცვლელისთვის კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ჯანეზაშვილის თქმით, ამ პროცესს კიდევ ორი მოსამართლის შემცვლელის არჩევა დაუმატეს. აღსანიშნავია, რომ ორ მოსამართლეს ვადა 6 თვის შემდეგ ეწურება, ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის დაწყება ამ ეტაპზე საჭირო არ იყო.

ალექსანდრე წულაძის შემთხვევაში, რომელმაც თანამდებობა დატოვა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ერთ-თვიანი ვადა, რომ კონკურსი გამოაცხადოს და ამ ვადებში ჯდება. როგორც ჩანს, ეს გახდა ერთგვარი მაპროვოცირებელი შესაძლებლობა საბჭოსთვის, რომ ახლა გამოეცხადებინა კონკურსი იმისათვის, რომ მოასწროს და ვიდრე ეს პარლამენტია, აირჩიონ სასურველი კადრები ამ თანამდებობაზე. საკმაოდ ადრე არის, კანონით კი შეუძლია ამის გაკეთებას, მაგრამ დაახლოებით 6 თვეა იქამდე, ვიდრე ძველ წევრებს უფლებამოსილების ვადა გაუვა და საბჭომ ახლა გადაწყვიტა, რომ ეს კონკურსი გამოეცხადებინა", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები პარლამენტში გადაიგზავნება დასამტკიცებლად, რომლისთვისაც 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.