რატომ არ ჩქარობს პარლამენტი პრემიერის დაწერილი სამოქმედო გეგმის შესრულებას? - "ოცნებას" ოპოზიციასთან მუშაობა არ დაუწყია
რატომ არ ჩქარობს პარლამენტი პრემიერ-მინისტრი მიერ დაწერილი და ევროკომისიისთვის გაგზავნილი სამოქმედო გეგმის შესრულებას? - ზუსტად ხუთ დღეში პარლამენტში უნდა შევიდეს კანონპროექტები სასამართლოსა და ანტიკორუფციულ რეფორმაზე, თუმცა ამ როდემდე ოპოზიციასთან ერთად მუშაობა არ არის დაწყებული.
"პირველებმა" ვერ ნახა ვერც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც ოცნებისგან მუშაობის შესახებ შეთავაზება მიიღო.
არადა, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, (სასამართლოს და ანტიკორუფციულ რეფორმა) ახლა პარლამენტში ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან ერთად უნდა მუშაობდნენ.
ცნობილია, რომ მთავრობის სამოქმედოო გეგმა ისე შეიმუშავეს, რომ მაგიდასთან არავინ მიუწვევიათ, ახლა კი ცვლილებებს ისე აანონსებენ, რომ რას ან როგორ შეცვლიან არ ვიცით.
მთავრობის მიერ ევროკომისიაში გაგზავნილ დოკუმენტში კი წერია, რომ იანვრის თვეში უკვე უნდა იყოს შექმინილი სამუსაო ჯგუფი და 31 იანვარს პარლამენტში უკვე უნდა იყოს რეგისტრირებული კანონპროექტი სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმის შესახებ, იმისთვის რომ ორი პირობის შესრულების სამუშაოები დაიწყოს.
"ქართული ოცნების" დეპუტატების კომენტარები, თუ როდის აპირებს პარლამენტი ღარიბაშვილის შემუშავებუი დოკუმენტის შემუშავებას, ბუნდოვანია. დღეს იურიდიული კომიტეტის ორმა წევრმა ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარები გააკეთა.
ერთის მხრივ, მოვისმინეთ მოსაზრება, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან ერთად მუშაობას არ აპირებს და მეორე მხრივ, მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ისრები ოპონენტებზე გადაიტანოს და ამბობს, რომ სწორედ საპარლამენტო ოპოზიციას არ სურს პროცესში მონაწილეობის მიღება.
დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამ დროს ე.წ. პოლიტიკოსებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებზე მონაწილეობაზე, დაირაზმნენ, ჩაალაგეს ჩემოდანი, კარდაკარ იარეს დასავლელ პოლიტიკოსებთან, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ამ ადამიანებთან უნდა დავსხდეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
"ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი კი ამტკიცებს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული რეფორმებით ოპოზიცია საერთოდ არ ინტერესდება და თუ ინტერესდება, ამბობენ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფებში.
"აანონსებენ, რომ ისევ ზარმაცობას მიჰყოფენ ხელს. ჩვენ კი აქტიურად ჩავერთვებით"- ამბობს დეპუტატი.
საბოლოოდ, რეფორმების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, 5 დღეში როგორ მოასწრებს კომიტეტი ახალი ფორმატის შექმნას, სამუსაო ჯგუფის დაკომპლექტებას და მეორეს მხრივ, 31 იანვრამდე კანონპროექტების შემუშავებას.