"ვიკრიბებით 25 იანვარს, დღის 3 საათზე! გელოდებით ყველას"- ხასაიას და ჩიქობავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

25.01.24 13:26
"ვიკრიბებით 25 იანვარს, დღის 3 საათზე! გელოდებით ყველას"- ხასაიას და ჩიქობავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

კეკელიძის ქუჩაძე გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ამის შესახებ მოძრაობა "ხმა" სოციალურ ქსელში წერს და ხალხს საქალაქო სასამართლოშო მისვლისკენ მოუწოდებს.

დღეს ჩვენი წევრების - გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას - სასამართლო პროცესი.

პროკურატურა ე.წ. აღკვეთის ღონისძიებად ითხოვს პატიმრობას!

სასჯელის სახით მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ისინი ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს აღსრულების პოლიციის ფანჯრების ჩამსხვრევისთვის.

ყველას! ყველას გელოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ (აღმაშენებლის ხეივანი 64)

ძალადობრივი გამოსახლება უნდა შეწყდეს!

გიორგი და კაკო უნდა გაათავისუფლონ!

ვიკრიბებით 25 იანვარს, დღის 3 საათზე!

მოდით და გაავრცელეთ", - წერს "ხმა"

მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება   (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.