რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ყვითელი ლენტები გაარღვიეს - მედიკოსები კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გახსნას ითხოვენ

25.01.24 13:49
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ყვითელი ლენტები გაარღვიეს - მედიკოსები კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გახსნას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ყვითელი ლენტები გაარღვიეს - პროტესტის რეჟიმში გადასული მედიკოსები კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გახსნას ითხოვენ.

კლინიკა უკვე მეორე დღეა, რაც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. სასწრაფო დახმარების მანქანების გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტების შეყვანაც კი უჭირთ, რადგან ტერიტორია ჩაკეტილია და რეანიმობილებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, მძიმე პაციენტები გადაჰყავთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დამატებითი გზის გავლა უწევთ.

მედიკოსები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ კონკრეტული ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც დაახლოებულები არიან "ქართულ ოცნებასთან", სურთ, საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟი.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ადამიანებისათვის, როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე პაციენტებისათვის სიცოცხლისათვის საშიშია ფანჯრების ცვენა ზემოდან. იძულებულები არიან საავადმყოფოს ძველი შემოსასვლელი რომ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა იქით წავიდეს. საშიშია, რადგან წარმოიდგინეთ, დაჭრილი ადამიანი მოვიდეს და არბენინო ამხელა მანძილზე", - ამბობს ექიმი თამარ შაშიაშვილი.

ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ, 3 საათზე ქუჩაში გავლენ. თეთრხალათიანები უსამსახუროდ დარჩენას გააპროტესტებენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვენ მთავრობას, შეცვალონ ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება.