"გაათავისუფლეთ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა" - საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება

25.01.24 15:00
"გაათავისუფლეთ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა" - საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება. მოძრაობა "ხმის" დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად ადგილზე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. აქციაზე მივიდა მარიან ხატიაშვილიც, ქალი, რომელიც კეკელიძის ქუჩაზეე გამოასახლეს.

მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.

მთავრობას თავისი პოლიციით და პროკურატურით, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს სამაგალითოდ დასაჯოს ორივე ადამიანი. მხოლოდ ამ ორი ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლის პროცესი აღძრული და როგორც ჩანს, წინასწარი პატიმრობის გამოყენებით და 3-იდან 6-წლამდე ციხის მუდარით იმედოვნებენ, რომ შეაჩერებენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც მთავრობას და აღსრულების პოლიციას დახვდება გამოსახლების ადგილებზე. სამოქალაქო დავების ნახევარი არის სესხებზე და ამ რაოდენობაში არ შედის სხვა ტიპის თაღლითური გარიგებები, რომელსაც სამევახშეო სისტემა იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ. მოთხოვნა არის, გაათავისუფლონ ორივე დაკავებული", - ამბობს აქტივისტი.

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესი 4 საათზე გაიმართება. თითოეულ მათგანს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება, რის გამოც მოქმედებაზე ახალგაზრდები გადავიდნენ. 

დაკავებული აქტივისტების გასათავისუფლებლად სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მოთხოვნას უერთდებიან პროფესორ-მასწავლებლებიც.

ჩვენ როგორც სტუდენტები ვითხოვთ ჩვენი ლექტორების, ჩვენი კურსელების, ჯგუფელების, მეგობრების, ლექტორების გათავისუფლებას. გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას. პეტიციას მხარს უჭერენ როგორც თსუს სტუდენტები, ასევე სხვა სტუდენტები", - ამბობს სტუდენტი.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში კეკელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების პროცესიც იმართება. 

მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება   (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.