არასამთავრობოები, ვინც EaP-ის ინდექსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს, "ოცნებას" პასუხობენ

25.01.24 15:40
არასამთავრობოები, ვინც EaP-ის ინდექსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს, "ოცნებას" პასუხობენ

პასუხი "ქართულ ოცნებას" - არასამთავრობო ორგანიზაცები, ვინც EaP-ის ინდექსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს, დეტალურად ხსნიან, როგორ დაადგა ქვეყანა პუტინის გზას. 

თამარ ხიდაშელი არის ერთ-ერთი, ვისაც მოხსენების მომზადება სასამართლო სისტემის შესახებ დაევალა. მისი თქმით,  სასამართლოში არსებული უარყოფითი გავლენები საიდუმლო არავისთვის არ არის.

ხიდაშელი ამბობს, რომ თუ "ოცნებას" ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღელვებთ, ვენეციის კომისიასთან თვითონ აქვთ უშუალო კომუნიკაცია, რომლისგანაც არაერთხელ მიუღიათ უარყოფითი შეფასება.

არ არის დამალული, რომ სასამართლოში არსებულ სიტუაციას ძალიან უარყოფითად აფასებენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ვენეციის კომისია. სასამართლოსთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას, მოლდოვას და სომხეთს და ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით ჩვენ გავქვს სერიოზული პრობლემები, იმიტომ, რომ სასამართლოში არსებობს კონკრეტულ პირთა ჯგუფირ, რომლებიც მართაცვენ სასამართლო სისტემას და მათ შორის ხდება პოლიტიკური ჩარევები. სწორედ ამის ასახვა მხოდა აღმსოავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშში. ეს ხელისუფლებისთვის არ არის სიურპრიზი და საიხლე არ უნდა იყოს. მათ კარგად იციან, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები. არაერთი კრიტიკა მიუღიათ. თუ ისინი ამბობენ, რომ მაგალითად, ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ეს, ვენეციის კომისიასთან თვითონ აქვთ უაშუალო კომუინიკაცია, თავად უგზავნიან კანონპროექტებს, აქვთ შესაძლობლობა მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად, ვენეციის კომისია დებს ძალიან უარყოფით დასკვნებს საქართველოში სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ამბობს თამარ ხიდაშელი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსს, ჩვენმა ქვეყანამ მესამე ადგილი დაიკავა. უახლესი მონაცემებით დადგინდა, რომ ოფიციალური კიშინოვი და კიევი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რეფორმებს უფრო ეფექტურად ახორციელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ უკუსვლაა სხვადასხვა სფეროში განიცადა, რის გამოც სახეზეა დაუძლეველი პოლიტიკური პოლარიზაცია, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს სომხეთმაც კი აჯობა.

ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ - ეს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრის სიტყვებია ინტერვიუდან, რომელიც მან "პოლიტიკოს" მისცა. როგორ დაადგა ერთ დროს დემოკრატირიის შუქურა ქვეყანა დიქტატორი პუტინის გზას? მაღალი სანდროობით ცნობილი გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში უკუსვლა ყველა სფეროში შეინიშნება. სახეზეა დემოკრატიის ჩაძირვა და მმაღთველობის ხარისხის გაუარესება.  მიმოხილულია რუსული კანონის მიღების მცდლეობა და თბილისის ქუჩებში მიმდინარე ანტირუსული აქციებიც.