"რას ქვია მისჯა, ბიჭები ჩემს გამო არიან დაკავებულები" - მარინა ხატიაშვილი ხასაიას და ჩიქობავას გათავისუფლებას ითხოვს

25.01.24 17:10
"რას ქვია მისჯა, ბიჭები ჩემს გამო არიან დაკავებულები" - მარინა ხატიაშვილი ხასაიას და ჩიქობავას გათავისუფლებას ითხოვს

საქალაქო სასამართლოსთან კეკელიძის ქუჩაზეე დაკავებული აქტივისტების  მხარდამჭერ აქციას, გამოსახლებული მარინა ხატიაშვილიც შეუერთდა.

ქალი გიორგი ხასაიას და კოკა ჩიქობავას დაუყოვნებლი გათავისუფლებას მოითხოვს.

4 წელი ვიხვეწები, რომ მე ვიძლევი ამ თანხას, მოვილაპარაკოთ, დავლაგდეთ. ამის საქმის კურსში არიან აღსრულების მაღალჩინოსნები, კიდევ უფრო მაღალჩინოსნები. სანამ ეს კატასტროფა არ დადგა, მანამდე მორიგება არ მოხდა. ბიჭები ჩემს გამო არიან დაკავებულები, იმიტომ, რომ მე იქ ამაყირავეს და კეფით დავენარცხე. რას ქვია მისჯა, გამოერკვიონ ყველანი და გაათავისუფლონ ყველა. ეს პროცესები ვეღარ გაჩერდება, მაგათ მიიყვანეს აქამდე საქმე", - ამბობს მარინა ხატიაშვილი.

საქალაქო სასამართლოში სხდომის პარალელურად მოძრაობა "ხმის" დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად სტუდენტების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და კოკა ჩიქობავა უკანონო პატიმრობიდან.