ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
კრიმინალური ფაქტი დედაქალაქის ცენტრში - რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის მოედნზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით დაესხნენ თავს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.