მთავრობის საეჭვო გარიგებები - გზების დეპარტამენტი თავს იმართლებს და "პირველებს" თავს ესხმის
გზების დეპარტამენტი შავ სიაში შეყვანის კანდიდატ კომპანიას 15 მილიონიან კონტრაქტს არ შეუწყვეტს - მეტიც, უწყება "პირველების" კითხვებს თავდასხმით პასუხობს.
გზების დეპარტამენტი თავის მართლების რეჟიმშია, ამბობენ, რომ კომპანია "ერ-ტე-დე" კონტრაქტის გაფორმებისას შავ სიაში არ იყო შეყვანილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება მიიჩნევს, რომ სასამართლო დარღვევას ადგილი არ აქვს. არადა საქმე ეხება კომპანია "ერ-ტე-დეს", რომელსაც მასშტაბური პროექტი წერეთლის გამზირზე უკვე ჩაუვარდა.
ხელშეკრულები მინიჭება და პრეტენდენტის შერჩევა განხორციელდა შარშან, 2023 წლის დეკემბერში. შესაბამისად, ხელშეკრულება შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული ასპექტების დაცვისა და ვადების დაცვით გაფორმდა 2024 წლის 18 იანვარს. ტენდერის მიმდინარეობის პროცესში არ არსებობდა უმცირესი ფასის მქონე პრედენტენტის, ტენდერიდან დისკვალიფიკაციის რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობდა მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი. პირიქით, დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოდ, კომპანისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან იქნებოდა კანონმდებლობის დარღვევა", - ამბობს სალომე წურწუმია.
განცხადების გავრცელებამდე და ტვ პრიველის დადანაშუალებამდე, გზების დეპარტამენტი მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა "პირველების" შეკითხვებს".
არადა, ტვ პირველის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დილიდან უკავშირებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს, კითხვები გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ უწყების პრესამსახურს წერილობითაც გაუგზავნეს, თუმცა უწყებამ არ უპასუხა. საპასუხოდ, კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტვ პირველის დისკრედიტაციის მიზნით, მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება გაავრცელა.
შენიშვნა - ფოტო "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის FB - დან.
იხილეთ ნოდარ მელაძის სტატუსი აქ
როგორც ირკვევა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს არა მხოლოდ მერიის გამოცდილებიდან შეეძლო ესწავლა, თუ რა ტიპის კომპანიაა "ერ-ტე-დე", თავადაც იგივე გამოცდილება აქვს ამ კომპანიასთან. ბათუმი - ახალციხის მონაკვეთზე 19 მილიონ 400 ათასიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ერთი წელია მხოლოდ გადავადების პროცესი მიმდინარეობს. გზის ნაწილი გააკეთეს, თუმცა ერთ თვეში დაზიანდა და ამ დრომდე ეს გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.