სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - პოლიცია ამ დრომდე გაქცეულ მკვლელს ეძებს
ორბელიანის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულიდან უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა სასტიკ დანაშაულში მხილებული კაცი ისევ მიმალვაშია. საგამოძიებო მოქმედებები მთელი ქვყენის მასშტაბით ტარდება.
21 წლის ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ, ერთ ერთი ვერსიით, მეგობარმა გაიმეტა. თავდასხმა ჯგუფურად მოხდა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.