არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული დედაა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული დედაა - "პირველებმა" მძიმე ამბის ახალი დეტალები გაარკვია.
დაკავებული 35 წლის ქალია. მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. დედა მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა და ის ახლა რუსთავის ქალთა კოლონიაშია გადაყვანილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი საკუთარ შვილს ჯერ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად უშვებდა შემდეგ კი ფულს თვითონ იბარებდა. არსებობს ვერსია, რომ მას თანამზრახველებიც ჰყავდა, მისი მეგობრები, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ, თუმცა არაფერს ამბობდნენ.
რაც შეეხება მოზარდს, "პირველების" ინფორმაციით, ის გადაყვანილია მინდობით ზრდაში.
უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.
35 წლის ქალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.