გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა ერთ თვეში - ვირუსების შემოტევა ქვეყანაში და ექიმების რეკომენდაცია
გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა ერთ თვეში - ქვეყანას ვირუსები უტევს. სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. მედიკოსები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე მეტად საქართველოში ახლა H1N1-ის ტიპის ვირუსია გავრცელებული. ინფიცირებულ პაცინტებს შორის არიან მოზარდებიც.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში იანვრის თვეში 3 ადამიანი გრიპის ვირუსის მსხვერპლი გახდა.
თენგიზ ცერცვაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ეს ადამიანები, თუმცა, როგორც "პირველებმა" გაარკვია, ესენი იყვნენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლზებსაც თან დაერთოთ გრიპის ვირუსი, რამაც მათი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
ექიმების თქმით, რისკ ჯგუფებში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით კი საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია, რაზეც მედიკოსები გასცემენ რეკომენდაციას, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, ეს არის ერთადერთი პრევენცია, რითაც პანდემიასთან ბრძოლა და მისი შეჩერება შეუძლია.
მათივე თქმით, გრიპის ვირუსის აფეთქება ჩვენს ქვეყანაში ამრტის ბოლომდე გაგრძელდება.
ჩვენ გვქონდა 2009-2010 წლის პანდემიის მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როდესაც 50-60 ადამიანი კვდებოდა საქართველოში გრიპის ვირუსის გართულებული მაჩვენებლების გამო. შესაბამისად, წლევანდელი წელივ ვერ იქნება გამონაკლისი და გრიპი, თავისი მიმდინარეობის სიმძიმიდან გამომდინარე განაპირობებს აი ამ გართულებებს და გარდაცვლაებაც არის გარდაუვალი. კონკრეტული სტატისტიკა გრიპით გარდაცვალების ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატისტიკა ასაკობრივ ჯგუფში გრიპის განაწილებებთან დაკავშირებით, რომელ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტია გრიპი. რისკ ჯგუფებში მკურნალობის დაწყებაც, საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობის გადაწყვეტაც უნდა მოხერხდეს, ვინაიდან აქ გარდაცვალების ალბათობბა, სამწუხაროდ, უფრო მაღალია", - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე.