გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

26.01.24 12:01
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზებზე შეზღუდვები დაწესდა. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა. ძლიერი ქარბუქის გამო გზებზე ხილვადობაა შეზღუდული.

საავტოობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, რომ სხვა სახის ტრანსპრტი შეუფერხებლად გადაადგილდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული იქნება პოლიცია. 

გაადაადგილება კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება  შესაძლებელი.