მონობისთვის არ წავსულვართ - გერმანიაში დასაქმების პროგრამის მონაწილეები მთავრობას უჩივიან

26.06.21 11:26
მონობისთვის არ წავსულვართ - გერმანიაში დასაქმების პროგრამის მონაწილეები მთავრობას უჩივიან

გერმანიაში დასაქმების პროგრამის მონაწილე 24 ადამიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და დასაქმების სააგენტოს უჩივის. პროგრამის მონაწილეები საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ გერმანიაში ფაქტობრივად ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ. 

პროგრამის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ისინი მოატყუეს და ჯანდაცვის უწყებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ეს რომ გვცოდნოდა, რომ ასეთ პირობებში მოგვიწევდა მუშაობა და ცხოვრება არ დავთანხმდებოდით ამას, ძალიან ბევრი რამ დაირღვა ჩვენ წინააღმდეგ", - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

წავედით 8-საათიანი სამუშაო დღით, წავედით კონტრაქტით, ასეთი ტრაფიკინგული და მონური შრომისთვის იქ არ წავსულვართ", - ამბობს პროგრამის კდიევ ერთი მონაწილე.