სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - 19 წლის პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

26.01.24 13:02
სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - 19 წლის პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნატქვამია უწყების განცხადებაში.

20 წლის ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ, ერთ ერთი ვერსიით, მეგობარმა გაიმეტა. თავდასხმა ჯგუფურად მოხდა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. 

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.