საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტი - სასამართლომ სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა

26.01.24 13:10
საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტი - სასამართლომ სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა

საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტი - თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ავრცელებს.

#ესწუთია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.  
საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით. 
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.