ხანძარი ნუცუბიძის პლატოზე ლოკალიზებულია - დაშავებულია ერთი პირი
ხანძარი საბურთალოზე - ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ.