გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება - თეთრხალათიანები აზარაშვილის უწყებასთან აქციას გამართავენ

26.01.24 13:44
გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება - თეთრხალათიანები აზარაშვილის უწყებასთან აქციას გამართავენ

მედიკოსების ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს - რესპუბლიკური საავამდყოფოს ექიმები აქციისთვის ემზადებიან. ზუსტად 15:00 საათზე თეთრხალათიანებს შეკრება ზურაბ აზარაშვილის სამსახურთან აქვთ დაგეგმილი, თუმცა ასევე, ზუსთად 15:00 საათზე მინისტრი ექიმებს საკუთარ კაბინეტში ელოდება.

ზურაბ აზარაშვილმა შეხვედრა მედიკოსებთან საპროტესტო შეკრების პარალელურად დაანონსა. მედიკოსები ამბობენ, რომ მინისტრს არ შეხვდებიან, რადგან მათთვის უპირველად მნიშვნელოვანია, გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები პროტესტს აანონსებენ. 

სიმბოლურად ვმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს წინ აქციას. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმიტომ, რომ შემდეგი აქცია გაიმართება კანცელარიასთან, იმიტომ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაა ეს და მთავრობამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა. სამ საათზე მინისტრთან შეხვედრა გამრიცხულია. საერთოდ რატომ შემოგვთავაზა, როცა იცოდა, რომ აქცია იყო 3 საათზე, მე არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვთქვა. შეხვედრაზე არასდროს უარს არ  ვამბობთ, მაგრამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს აზრი. მინისტრთან შეხვედრას ადვთანხმდებით იმ შემთხვევაში თუ გააუქმებენ რეორგანიზაციის ბრძანებას, სადაც ვადები და ისინია მითითებული და მოგვეცემა საშუალება, რომ წყნარად და ასე... არ ვიყოთ დროის ცაიტნოტში, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ექიმები ამბობენ, რომ არ არსებობს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევა ესაჭიროება.