თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინული - როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-28 იანვარს

26.01.24 13:30
თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინული - როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-28 იანვარს

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.