სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

26.06.21 12:04
სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს.ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა  Le Figaro  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკაებული 12 პირი  წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.  მათ შორის არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი.

ფრანგი სამართალდამცველების თქმით, დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების სახლები გაჩხრიკა და  17 000 ევროს ოდენობის თანხა ამოიღო. ასევე ავტომობილები, იარაღები, ძვირადღირებული სამკაულები და  ნაკეთობები.