"გრიპით გარდაცვლილი ადამიანები 60 წლამდე იყვნენ" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციით უკმაყოფილოა

26.01.24 17:04
"გრიპით გარდაცვლილი ადამიანები 60 წლამდე იყვნენ" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციით უკმაყოფილოა

ვაქცინაციის  პროცესიი ჩავარდა - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ვაქცინაციით კმაყოფილი არ არის.

თენგიზ ცერცვაძე "პირველებთან" გრიპის ვირუსით გარდაცვლილ პირებზე საუბროსბ და ამბობს, რომ სამი გარდაცვალების შემთხვევიდან ორი დასავლეთ საქართველოშ მოხდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, გარდაცვლილებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ, რასაც თან დაერთო ვ~გრიპი და დადგა ლეტალური შედეგი.

3 გრიპის ვირუსით გარდაცვლილი პირიდან, ორი დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა, მესამეზე არ მაქვს ცნობები. დაახლოებით 50-60 წელს ასაკს შორის იყვნენ, მაგრამ რისკ ჯგუფს შეადგენდნენ, ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. საქართველოში არის ყველაზე ნაკლები რიცხვი გარდაცვალების სხვა ქვეყნებთან შედარებით კოვიდიდაც, გრიპითაც და სხვა რესპირაციული ინფექციებით არცერთი გარდაცვალება არ გვქონია.

ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოქალაქეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა გრიპის დროსაც. მოვუწოდებ ყველას, რომ ვაქცინა გაიკეთონ. 200 ათასი ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ და ისიც კი არ არის გახარჯული. საბედნიეროდ, ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები.

კოვიდმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანასაც და მთელს მსოფლიოსაც, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა, რომ ხელი შეუწყო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვისთვის. მთლიანად გადამზადდა ექიმები, როგორც კლინიკის, ისე ოჯახის, აიწყო ახალი სისტემები, რეანიმაციები, აპარატურა, მედიკამენტები. უნიკალური შედეგები გვაქვს რესპირაციული ინფექციების მართვაში", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა ერთ თვეში - ქვეყანას ვირუსები უტევს. სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. მედიკოსები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  

ყველაზე მეტად საქართველოში ახლა H1N1-ის ტიპის ვირუსია გავრცელებული. ინფიცირებულ პაცინტებს შორის არიან მოზარდებიც. 

ექიმების თქმით, რისკ ჯგუფებში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით კი საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია, რაზეც მედიკოსები გასცემენ რეკომენდაციას, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, ეს არის ერთადერთი პრევენცია, რითაც პანდემიასთან ბრძოლა და მისი შეჩერება შეუძლია. 

მათივე თქმით, გრიპის ვირუსის აფეთქება ჩვენს ქვეყანაში მარტის ბოლომდე გაგრძელდება.