ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ამხელენ

26.01.24 17:09
ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ამხელენ

ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ამხელენ. არასრულ ერთ თვეში, გრიპის ვირუსით სამი პაციენტია გარდაცვლილი. ამ ფონზე რას აკეთებს ზურაბ აზარაშვილის უწყება იმისთვის, რომ მოქალაქეები აიცრან? ვაქცინა ქვეყანას აქვს, თუმცა მოთხოვნა პრეპარატებზე დაბალია.  

თუ კოვიდ პანდემიის დროს, აცრის კამპანია აგრესიულ რეჟიმში მიდიოდაა, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა. ინფორმაციული კამპანია ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი. არადა ამ დროს ქვეყანას სეზონური ვირუსები უტევს, საიდანაც დომინანტი ღორის გრიპია. 

სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები ყოველთვის არის. წელსაც არ არის გამონაკლისი. მსოფლიო სტატისტიკაა, რომ სადღაც 500 ათასი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება სეზონურად. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გრიპის ვაქცინაზე არ არის ძალიან დიდი მოთხოვნა იმის გამო, რომ თვითონ მოსახლეობის ინფორმირება და ის საინფორმაციო კამპანია გაცილებით უფრო სუსტია. გვაინდება როგორც საინფორმაციო კამპანია, ისე ვაქცინაციის პროცესი. იქმნება ხშირად დეფიციტი", - ამბობს ექიმი.

გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა ერთ თვეში - ქვეყანას ვირუსები უტევს. სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. მედიკოსები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  

ყველაზე მეტად საქართველოში ახლა H1N1-ის ტიპის ვირუსია გავრცელებული. ინფიცირებულ პაცინტებს შორის არიან მოზარდებიც. 

ექიმების თქმით, რისკ ჯგუფებში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით კი საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია, რაზეც მედიკოსები გასცემენ რეკომენდაციას, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, ეს არის ერთადერთი პრევენცია, რითაც პანდემიასთან ბრძოლა და მისი შეჩერება შეუძლია. 

მათივე თქმით, გრიპის ვირუსის აფეთქება ჩვენს ქვეყანაში მარტის ბოლომდე გაგრძელდება.