სენაკში ბანკში ერთი პირი შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა
სენაკში "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას gurianews ავრცელებს.
"გურია ნიუსს" წყარო ეუბნება, რომ პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. მან ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
“ცივი იარაღით იყო და ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ოპერატიულად დაკაავა”, - ეუბნება გამოცემას წყარო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.