ჯაბა სამუშია სტუდენტებს, სავარაუდოდ, დღეს შეგვხვდება - სტუდენტი

26.01.24 18:41
ჯაბა სამუშია სტუდენტებს, სავარაუდოდ, დღეს შეგვხვდება - სტუდენტი

შედგება თუ არა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს შორის - "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელი, ილია ჭანტურია "დღის ამბების" ეთერში ამბობს, რომ ამ დროისთვის ჯაბა სამუშია საქართველოში არ იმყოფება, სავარაუდოდ, დღის ბოლოს დაბრუნდება ქვეყანაში და რექტორი, სავარაუდოდ, დღესვე შეხვდება სტუდენტებს.

აქტივისტი უნივერსიტეტის პერსონალსა და ლექტორებს გაფიცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს გამოსახლების დროს დაკავებულ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიასთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, სამუშია ამჟამად არ იმყოფება ქვეყანაში, მაგრამ როგორც გვატყობინებენ, უნდა შეგვხდეს სტუდენტებს რექტორი. სავარაუდოდ, დღეს უნდა მოხდეს ეს. აქედან გამომდინარე, ველოდებით მასთან შეხვედრას. უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა ოფიციალური განცხადება და უნდა გაიფიცონ სტუდენტები და ლექტორები. უნდა შეწყდეს უნივერსიტეტის საქმიანობა მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებულები არ დატოვებენ საპატიმროს", - ამბობს ილია ჭანტურია.