ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

26.06.21 12:55
ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში  გარდაცვლილი  პაციენტის ოჯახი ექიმებს  დაუდევრობაში ადანაშაულებს. ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კლინიკაში გუშინწინ თირკმლის უკმარისობით  წყალტუბოდან გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, მას ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარდა, რამაც გართულება და სიკვდილი გამოიწვია.  

გარდაცვლილის ახლობლების მოთხოვნით  ფაქტის მოკვლევა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.

კლინიკაში ბრალდებას არ ეთანხმებიან.მათი თქმით პაციენტი რთული მდგომარეობით შემოვიდა.მას ადგილზე ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა მზადაა  გამოძიებასთან ითანამშრომლოს.