"გაათავისუფლეთ დაკავებული ლექტორები" - სამოქალაქო სექტორში პროტესტმა იფეთქა

26.01.24 20:11
"გაათავისუფლეთ დაკავებული ლექტორები" - სამოქალაქო სექტორში პროტესტმა იფეთქა

 

 

სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოფისი ამ დრომდე   პარალიზებულია. სტუდენტები იქ რექტორის გამოჩენას ელოდებიან. ჯაბა სამუშიამ უნდა თქვას, რას ფიქრობს 6 წლიანი ციხისთვის განწირულ პროფესორებზე. თუ რექტორი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ   ახალგაზრდების მიერ დაწყებული პროტესტი უფრო დიდ მასშტაბზე გავა. 

აქცია უნივერსიტეტის შენობაში და  საპროტესტო მსვლელობა ქუჩაში -  გამოსახლებების სერიებმა და ორი პროფესორის დაკავებამ ხალხი გააერთიანა. პროტესტს დღეს  ტყიბულელი მეშახტეები და "გლოვოს" თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მოქალაქეები ითხოვენ, პატიმრობიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ორი დაკავებული, რომლებიც მათი თქმით, ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი სხვადასხვა ფორმით მთელ ქვეყანას მოედება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.