ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - ილია ღუდუშაური
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებით უცვლელია - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური იმ მედიკოსებს, რომლებიც უწყვეტ აქციებს მართავენ.
მისი თქმით, საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდება. როგორც ღუდუშაური ამბობს, უწყება მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ახალ კლინიკასთან დაკავშირებით.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა.
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს", - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.