ვირუსის აფეთქებამ პიკს მიაღწია - გრიპმა საქართველოში სამი ადამიანი იმსხვერპლა
გრიპმა საქართველოში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მხოლოდ ერთი თვის სტატისტიკაა. ქვეყანაში ვირუსის აფეთქებამ პიკს უკვე მიაღწია და მედიკოსები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობა მარტამდე შენარჩუნდება.
ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია H1N1, ე.წ ღორის გრიპი. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის და ორ წლამდე ბავშვებისთვის.
როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საგანგაშო მდგომარეობა? ვირუსის გავრცელება, მართალია, პიკზეა, თუმცა ჯერ მაინც არ არის დაგვიანებული აცრა. მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია სწორედ ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის ერთადერთი პრევენცია პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რასაც რთული ვითარების შეჩერება შეუძლია. ისევე როგორც გასულ წლებში, ვაქცინაზე მოთხოვნა ქვეყანაში ისევ დაბალია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.