ექიმების უარი ჯანდაცვის მინისტრს - რესპუბლიკური საავამყოფოს მედიკოსები ზურაბ აზარაშვილს არ შეხვდნენ
ექიმების უარი ჯანდაცვის მინისტრს - არცერთი მედიკოსი, ვისაც აზარაშვილი დღეს შეხვედრაზე ეპატიჟებოდა, მის კაბინეტში არ ასულა. სამაგიეროდ, მინისტრი სამუშაო ოთახიდან ისმენდა ქუჩაში გამოსული მედიკოსების მოთხოვნებს. თეთრხალათიანები აანონსებენ, რომ მთავრობას არ მისცემენ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის საშუალებას და ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო უკან არ დაიხევს, იქამდე მინისტრთან შეხვედრას არც კი განიხილავენ.
რესპუბლიკურის თანამშრომლების პროტესტს დღეს სოლიდარობის ნიშნად ექიმები სხვა კლინიკებიდანაც შეუერთდნენ. დაანონსდა კიდევ ერთი აქცია, რომელიც კვირას ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გაიმართება. მანამდე კი მედიკოსები პასუხს "ქართუ ფონდიდა" ელოდებიან.
წერილი ივანიშვილის ფონდში უკვე გაგაზავნილია. ექიმები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, ვინ და რატომ შემოდო თაროზე ქართუს პროექტი, რომელიც რესპუბლიკურის შენობის უკანა მხარეს ახალი კლინიკის აშენებას ითვალისწინებდა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.