17 წლის გოგოს მოწყალების თხოვნას აიძულებდა - ტრეფიკინგში ბრალდებულ დედას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ტრეფიკინგში ბრალდებული დედა დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებული ქალის პოზიცია დღეს მისი ადვოკატის მეშვეობით გახდა ცნობილი. უფლებადამცველი ირეწმუნება, რომ არასრულწლოვანი ქუჩაში ხატებს და სანთლებს ყიდდა, ეს კი დანაშაული არ არის.
სულ სხვა მტკიცებულებები დევს პროკურატურის საქმეში. დედა 17 წლის გოგოს აიძულებდა, ქუჩაში მოწყალება ეთხოვა, მიღებული ფული კი მშობლებთან მიეტანა.
ცნობილია, რომ მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. ახლა ის სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მშობელს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მრავალწლიანი სასჯელი ემუქრება. ერთ-ერთი მტკიცებულება დედის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერებია, სადაც ის შვილს ქუჩაში ფულის შეგროვებას აიძულებს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.