სენაკში საქართველოს ბანკი პოლიციის ალყაშია - დანით შეიარაღებულმა პირმა სალაროდან 900 ევრო გაიტაცა
სენაკში საქართველოს ბანკის ფილიალი პოლიციის ალყაშია. იქ ცოტა ხნის წინ ყაჩაღობა მოხდა. დანით შეირაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და მუქარის შედეგად სალაროდან 900 ევრო გაიტაცა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.
ბანკში განგაშის სიგნალი ჩაირთო. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა კი მამაკაცი ბანკის შენობასთან ახლოს, პარკში დააკავეს. არსებობს ვერსია, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და თანამზრახველებიც ჰყავდა.
ახლა დაკავებული ამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. იკითხებიან ბანკის თანამშრომლებიც.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.