დისკრიმინაცია პაციენტის მიმართ - ომბუდსმენის მოადგილე ცნობილ ექიმს უჩივის

26.06.21 13:19
დისკრიმინაცია პაციენტის მიმართ - ომბუდსმენის მოადგილე  ცნობილ ექიმს უჩივის

დისკრიმინაცია ომბუდსმენის აპარატის მიმართ -  სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ნევროლოგ ზურაბ მეტრეველს უჩივის. ნინო ლომჯარიას მოადგილე ამბობს, რომ ექიმთან ვიზიტის დროს დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და მეტრეველი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

სიმპტომების გამოკითხვის ეტაპზე, რამდენჯერმე ძალიან უხეშად შემაწყვეტინა საუბარი შემდეგი ფრაზებით (სრულად არ მახსოვს): ,,შენ ქართველი ხარ?'' „არა, მაინტერესებს ქართულად საუბარი იცი?'',,გაჩუმდი და ქართულად ამიხსენი'', ასევე, ,,განათლება გაქვს საერთოდ?'' „მაინტერესებს, უმაღლესი განათლება გაქვს? რანაირად ლაპარაკობ'', „მოეშვი ინტერპრეტაციებს'', ,,თავიდან ჩამოგითვლი ტკივილი რას ნიშნავს, ვერ იგებ“ და სხვა. 
სრულიად შეურაცხყოფილმა და გაოგნებულმა ადგილზევე მივეცი შენიშვნა და ავუხსენი, რომ მიუღებელია მსგავსი საუბარი. რაზეც მიპასუხა, რომ „წყენია“ ვყოფილვარ და ცდილობდა მობოდიშებას. საბოლოოდ, წამოვედი ჩემი ტკივილებით და დანიშნულების გარეშე (ეს ცალკე ამბავია და აქ არ განვავრცობ). შეხვედრაზე ვაგვიანებდი და ამიტომ გადავწყვიტე კლინიკაში საჩივრის პროცედურა შემდეგ დამეწყო. სადაც მე ასე მომექცა, წარმოდგენაც არ მინდა, სხვა ადამიანს, მართლა ენობრივი ბარიერის მქონეს როგორ შეიძლება ექცეოდეს. მთელი დღეა გაოგნებული და დაბნეული ვარ", - წერს  სხილაძე.

სხილაძე ექიმის აგრესიულ დამოკიდებულებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ზურაბ მეტრეველის პირად Facebook გვერდზე სახალხო დამცველის მიმართ აგრესიული პოსტები  იწერება.